ქართული სათვისტომო ნორვეგიაში

Den georgiske foreningen i Norge

მოვლენები

25.05.2010: სოფო ნიჟარაძე ოსლოშია

25-29 მაისს ოსლოში გაიმართება მუსიკალური კონკურსი ევროვიზია 2010. კონკურსზე წარმოდგენილი იქნება 39 მომღერალი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხოლო საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე, რომელიც მაყურებლის წინაშე წარსდგება სიმღერით Shine — ნათება.

აქედან გამომდინარე გთხოვთ შეძლებისდაგვარად მხარი დაუჭიროთ ქართველ მომღერალს და კონკურსის მსვლელობისას გაუგზავნოთ SMS. კონცერტის მსვლელობისას ერთი სატელეფონო ნომრიდან 20 SMS-ის გაგზავნა იქნება შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებ-გვერდები:

ბოლო მიღებული ინფორმაციის თანახმად სოფო ნიჟარაძე 27 მაისს გამოვა 16 ნომრით. კარგი იქნება თუ ყველა ვეცდებით გავაგებინოთ ჩვენს ახლობლებსა და მეგობრებს, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს მხარი დაუჭირონ სოფოს.

იმედი ვიქონიოთ რომ საქართველოს წარმომადგენელი ამჯერად ძალიან წარმატებული იქნება!

29.03.2009: ქართული სათვისტომოს შეკრება

29 მარტს, კვირა დღეს, დღის 12 საათზე შედგება ქართული სათვისტომოს შეკრება მისამართზე Brobekkveien 53, 0598 Oslo.

კოლექტიური ტრანსპორტი: ავტობუსები 58, 59 და 60. ავტობუსის გაჩერება Vollebekkveien. მეტროს ხაზი 5, გაჩერება Risløkka.

ავტომობილით მომსვლელებს ეკუთვნით უფასო პარკინგი Brobekkveien 57 ში.

შეხვედრაზე დასწრება შეზღუდული არ არის. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეხვედრაზე არაფორმალურ გარემოში ვისაუბრებთ სათვისტომოს სამომავლო გეგმების, პროექტების და მომავალი შეხვედრების შესახებ. გთხოვთ ვისთანაც ხელი მიგიწვდებათ შეატყობინოთ შეკრების თაობაზე.

კითხვების, შენიშვნების და წინადადებების შესახებ მოგვმართეთ ბლოგის მეშვეობით ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე georgiskeforeningen@gmail.com

რუკა: FINN kart, Google maps

08.03.2009: ქართული სათვისტომოს ბლოგი

8 მარტს ქართულმა სათვისტომომ ნორვეგიის სამეფოში გახსნა ბლოგი.

13.12.2008: დამფუძვნებელი ყრილობა

13 დეკემბერს 13 საათზე შედგა ქართული სათვისტომოს დამფუძვნებელი ყრილობა. ყრილობაზე მყოფ ქართველთა გადაწყვეტილებით აირჩა მმართველთა საბჭო 5 კაცის შემადგენლობით: თემურ ქულიანი, გურანდა კორძაძე, ილია უთმელიძე, ბესარიონ თორგაშვილი, აკაკი ჯობავა. შეხვედრის ხელმძღვანელი გახლდათ ბატონი თემურ ქულიანი. სათვისტომოს თავჯდომარედ არჩეული იქნა: გურანდა კორძაძე. სათვისტომოს თავჯდომარის მოადგილედ: ილია უთმელიძე.

ნორვეგიაში მცხოვრები ქართველები სიხარულით შეხვდნენ სათვისტომოს დაარსების ფაქტს და დიდი სურვილი გამოთქვეს აქტიური საქმიანობის სათვისტომოს ღონისძიებებსა და პროექტებში. სრული უმრავლესობის მოთხოვნით 14 იანვარს (ძველთ ახალწელს) ქართველები ერთად აღნიშნავენ.

შეკრებაზე წარმოდგენილი იქნა ორი უმთავრესი პროექტი: ნორვეგიული კურსები - ქართველთა ინტეგრაციისთვის ნორვეგიაში და ქართული ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლა ბავშვებისთვის, რაც ქართველთა კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს. შეკრებილ ქართველთა გადაწყვეტილებით ქართული სათვისტომო იფუნქციონირებს ყოველ კვირა დღეს 1 დან 5 საათამდე.

გაწევრიანება

ქართული სათვისტომოში გაწევრიანების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ გაწევრიანების ფორმა (ასევე მისაწვდომია PDF და Word ფორმატებში) და ფოსტით გამოაგზავნოთ სათვისტომოს მისამართზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

საფოსტო მისამართი:
Den georgiske foreningen i Norge
Trondheimsveien 271, H-1109
0589 Oslo, Norway
ტელეფონი:
+47 94488780
ელექტრონული ფოსტა:
georgiskeforeningen@gmail.com
ასევე შეგიძლიათ მოგვმართოთ ბლოგის მეშვეობით.

ინტერნეტ-გვერდითან დაკავშირებული ტექნიკური საკითხებთან დაკავშირებით გამოიყენეთ nettside@georgisk.com მისამართი.